რატი იონათამიშვილი „რუსთავი 2-ის" მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება, რომელშიც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია ფიგურირებს.
"ტერიტორიები რატომ გადასცეს ომის დაწყებაზე და ომის დანაშაულზე ხელი რატომ მოუწერეს; სტრატეგიული ობიექტები, ომის შემდეგ, რატომ გადასცეს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე მხარი რატომ დაუჭირეს რუსებს?
იხილეთ საპასუხო ჩანაწერი მელიას გინებაზე.მონაწილეობენ გიული ალასანია და დაუდგენელი პირი (ან პირები). ომის პარტიას შიდა ბრძოლაც ასეთი ბინძური მეთოდებით რომ შეეძლო, ეგ, შეიძლება, ბევრს არ ეგონა“, - წერს "ფეისბუქზე" იონათამიშვილი.