14 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ჩანაწერმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში და გააჩინა მთავარი კითხვა, ვისია მიშა - დიმიტრი ხუნდაძე

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე  "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულმა აუდიოჩანაწერმა, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით კითხვები გააჩინა.

"ჩანაწერმა გაურკვევლობა გამოიწვია საზოგადოებაში და გააჩინა მთავარი კითხვა, ვისია მიშა. აქამდე ნაწილობრივ ისაკუთრებდა დასავლეთი, რომ ეს მისია, ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას ხელი შეუწყო "აგენტოკრატიის" გარკვეულმა ჯგუფმა, ძირითადად, დასავლეთიდან. მაგრამ, აქვე, მისი დედა, ქალბატონი გიული ამბობს, რომ აქ არის რუსეთის ინტერესები. მთავარი სწორედ ეს არის, რომ ის არ არის საქართველოს, ის არ არის ჩვენი და მისთვის მთავარია რომ იყოს მისი, ვინც ხელს შეუწყობს მას ხელისუფლებაში დაბრუნებისთვის. ამიტომ, მგონია, რომ სანამ ჩვენ გავარკვევთ, ვისია მიშა, იყოს იქ, სადაც არის.

მთავარია ვიყოთ ფხიზლად, ის არ არის ჩვენი, ის არ არის საქართველოსი და ყველაფერს გააკეთებს საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ცნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები