"ტაბულას" დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნუგზარ წიკლაუროს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც წიკლუარი ამბობს, რომ "ვანო მერაბიშვილი ენმ-ის არჩევნებში მონაწილეობს, სურთ, ფარდის უკანა მმართველობა იყოს."
"კაი კაცო. ზუსტად იმავეს უკეთებს კეზერაშვილი მერაბიშვილთან ერთად ნაცმოძრაობას, რასაც ევროპულ საქართველოში ცდილობდა.
იქიდან გიგა ვერ გაწია, მაგრამ დიდი ზიანი მოუტანა მოკლე ვადაში. (გრძელ ვადაში ბუმერანგად მოვარტყამთ და ვაი დედას ვაძახებინებთ)
ნაცმოძრაობიდან მელიას გაწევენ თუ არა, ვნახავთ - თუ ბევრი ფული დახარჯეს და ლიდერები მოისყიდეს, სავარაუდოდ გაწევენ. თან მელია უფრო იოლი გასაწევია - უსინდისოა და უსინდისოების მხრიდან უფრო იოლი ჩასაწვავია," - წერს ჩერგოლეიშვილი.