14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
ვინ მოხვდება ე.წ. "სააკაშვილის სიაში" შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი, მანამდე კი ხაჭაპურიძე ხატია დეკანოიძესთან შეხვედრებს მართავს 

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდა.

მათი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ "სააკაშვილის სიას". ადვოკატის თქმით, სია ამ კვირაში გახდება ცნობილი და მასში იუსტიციის მინისტრის გარდა პოლიტიკოსები არ იქნებიან.

"სიაზე იმუშავებენ სააკაშვილის ქართველი და ამერიკელი ადვოკატები. ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებებს- ეს სიები ხვალ-ზეგ გახდება უკვე ცნობილი საზოგადოებისათვის, თუმცა ეს არი იქნება ბოლო. რაც შეეხება რატი ბრეგაძეზე, ის არის იუსტიციის მინისტრი, სააკაშვილი იმყოფება მის მიერ დაქვემდებარებულ პენიტენციურ სამსახურში და ამერიკელი ექსპერტის ბატონი სმიტის დასკვნის მიხედვით სააკაშვილი მოწამლულია პენიტენციურ სისტემაში,"-აცხადებს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

ამასთან, პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე განმარტავს, რომ პარტიამ სამართლებრივი ჭრილის შესაბამისად უნდა იმუშაოს. 

"ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ სამართლებრივი ჭრილით და ეს სამართლებრივი ჭრილი უნდა იყო შემდეგი: ჩაიდინა თუ არა კონკრეტული დანაშაული ამა თუ იმ ადამიანმა. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მტკიცებულებები არის ძალიან მნიშვნელოვანი,"-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მაგნიტსკის სიასთან პარალელის გავლება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უტიფრობაა

დღის ამბები