14 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
როგორც ჩანს, პატიმარს სააკაშვილს ციხეში მოხვედრამდე ჰქონდა კავშირი რუსეთთან, სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ  "კურიერის" ექსკლუზიურად მოპოვებული აუდიო ჩანაწერები ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილის რუსეთთან კავშირი ჰქონდა.

"მე ვერ გეტყვით რუსეთის ფედერაციასთან პატიმარ სააკაშვილს ხელშეკრულება ჰქონდა გაფორმებული თუ ზეპირი შეთანხმება, ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაგრამ ფაქტია, ოჯახის წევრმაც კი დაადასტურა, რომ რუსეთის ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი და მოსაზრება - მნიშვნელოვანია რუსები რას იტყვიან, ჩემი შვილის საქართველოში ჩასვლასთან დაკავშირებით. ის, რომ ის ჩავიდა თავისი შვილის გადაწყვეტილების გადასასინჯად, ამას მე მგონი თავადაც არ უარყოფს. 

რატომ უნდა გადაერწმუნებინა ან რატომ იყო დარწმუნებული სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით? - თავისთავად ეს არის მტკიცება იმისა, რასაც "ხალხის ძალა" ვამბობდით. დიახ- სამწუხაროდ, იყო დაგეგმილი მისი აქ ჩამოსვლა და შემგომ არეულობა. როგორც ჩანს, პატიმარს სააკაშვილს ციხეში მოხვედრამდე ჰქონდა კავშირი რუსეთთან. სააკაშვილის რეჟიმი რუსულ საქმეს აკეთებდა," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა. 

ცნობისთვის, სკანდალურ მასალაში, სადაც, დიდი ალბათობით, გიული ალასანია საუბრობს, ნახსენებია ოპოზიცია და მის წარმომადგენლებს, ყოფილი პრეზიდენტის დედა "ბუნებით პარაზიტებს" უწოდებს და ამბობს, რომ ისინი მუდამ მისი შვილის ხარჯზე იყვნენ; ახსენებს გიორგი გახარიასაც, რომელსაც "ვიღაცა მომავლისთვის ამზადებს, მაგრამ ამ მომენტში ვერაფერს ბევრს ვერ მოიტანს", აქვე ისმის ივანიშვილიც გვარიც და ალასანია ამბობს, რომ ის რუსებს არ უნდათ.

აუდიოჩანაწერი გაკეთებულია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლამდე და უცნობია, ვის ესაუბრება გიული ალასანია.

დღის ამბები