მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე პარლამენტში ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს შეხვდა. მათი განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ "სააკაშვილის სიას". ამასთან მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ მაგნიტსკის სიასთან პარალელის გავლება "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან უტიფრობაა.
"ძალიან დიდი უტიფრობაა პარალელის გავლება, როდესაც ვხედავთ, მასშტაბურ დამნაშავეს, რომელიც იმყოფება ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკის ლუქს ნომერში და აქვს საუკეთესო პირობები. ამის შედარება იმ ადამიანთან, ვინც რუსეთის ერთ-ერთ მძიმე ციხეში იხდიდა უსამართლოდ სასჯელს.
ამ სიაზე საუბარი "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან აჩვენებს, როგორ არიან ისინი აცდენილები რეალობას, რამდენად უსუსურები და უნიათოები არიან ამ პარტიის წევრები, რომ მსგავს გამოგონილ თემებზე, რისი განხორციელების შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, არასდროს არ ექნებათ ესაუბრებიან საზოგადოებას,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამაშვილი.