14 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ჩანაწერებზე "ხალხის ძალა" ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

"კურიერის" მიერ ექსკლუზიურად გავრცელებულ ჩანაწერებზე "ხალხის ძალა" ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს - მიმართვის ადრესატი გიული ალასანიაა, რომლის ხმაც სავარაუდოდ ამ აუდიო ფაილში ისმის.

როგორც "ხალხის ძალის" ერთ-ერთი დამფუძნებელი, გურამ მაჭარაშვილი ამბობს, უნდა გაეცეს პასუხები შემდეგ კითხვებს - არის თუ არა ეს ნამდვილად ყოფილი პრეზიდენტის დედის ხმა და უწყვეტად გადმოსცემს თუ არა ჩანაწერი საუბრის შინაარსს.

"ქალბატონმა გიულიმ იქ რამდენიმე ისეთი საკითხი განავითარა, რომელიც ყურადღების ღირსია ნამდვილად, მათ შორის ის რომ რუსეთის ფაქტორი მისი აზრით არის მნიშვნელოვანი სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით საქართველოში და ბევრი სხვა საკითხებია, რომელთა მიმართაც ბუნებრივია რომ საზოგადოებაში არსებობს მაღალი ინტერესი, ქალბატონმა გიულიმ ეს ნაწილობრივ დაადასტურა რაღაცები, იქ რაც ითქვა, ის რომ ჩავიდა და ნამდვილად არწმუნებდა რომ არ უნდა ჩამოსულიყო, რაღაცები არ დაადასტურა და არ ახსოვს და ა.შ. მოდით, ქალბატონმა გიულიმაც რომ გაიხსენოს, საზოგადოებაშიც რომ აღარ გაჩნდეს ეჭვები, გვაქვს ასეთი წინადადება რომ გაიგზავნოს ეს ჩანაწერი ექსპერტიზაზე და მარტივად მივხვდებით, არის ეს ჩანაწერი ავთენტური და ქალბატონი გიულის ხმა ეს არის თუ არ არის," - აცხადებს მაჭარაშვილი.

დღის ამბები