14 ნოემბერი 2024,   10:27
ვრცლად
აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 ათას მეგავატამდე გაზრდილიყო - ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანმა პარტნიორებს შესთავაზა, შავი ზღვის ელექტროენერგიის კაბელის სიმძლავრე 4 ათას მეგავატამდე გაზრდილიყო - ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პროექტს გლობალური და სრულიად განხორციელებადი უწოდა.

ალიევის განცხადებით, პროექტები უცხოური ინვესტიციებით შესრულდება და დაზოგილი ბუნებრივი გაზი ექსპორტზე გავა.

საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი 2022 წლის 17 დეკემბერს დაამტკიცეს.

დღის ამბები