14 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დღეს იწყება

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა რეგისტრაცია დღეს იწყება. ამ წუთებში 9 კაციანი კომისია კობა ნაყოფიას ხემძღვანელობით ტექნიკურ დეტალებს განიხილავს.

კომისიის წევრების განმარტებით, სარეგისტრაციო ბმული პარტიის "ფეისბუქ" გვერდზე დღესვე დაიდება, სადაც რეგისტრაცია 26 იანვრამდე გაგრძელდება.

"ნაცინალური მოძრაობის" თავჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს არის დაგეგმილი. ნიკა მელიასთან ერთად პოსტისთვის იბრძვიან ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი

"ჩვენს ოფიციალურ გვერდზე განთავსდება ბმული, რომელზეც ღილაკზე ხელის დაჭერის  შემთხვევაში ამომრჩეველი გადადის სარეგისტრაციო ფანჯარაში, სადაც მას შეჰყავს პირადი მონაცემები: გვარი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, რის შემდეგაც იგი მიიღებს ვერიფიკაციის კოდს და მისი გააქტიურების შედეგად ის ხვდება ამომრჩეველთა ერთიან ბაზაში," - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნინო კვიტაიშვილმა.

დღის ამბები