მოძრაობა "ხალხის ძალის" ლიდერი, სოზარ სუბარი, პარტიის „საქართველოსთვის" ერთ-ერთი წევრის, მიხეილ დაუშვილის განცხადებას ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე ეხმაურება.
„ე.ი. რა გამოდის: დაახლოებით 2 წლის წინ გიული ალასანიამ „ქართული ოცნების“ შეკვეთით თქვა, რომ მისი შვილი - მიხეილ სააკაშვილი - რუსეთის აგენტია, „ნაციონალური მოძრაობა“ - პარაზიტების პარტია, ხოლო ნოდარ მელაძე - "ეფე ბეს" აგენტი და გამხმოვანებელი. და ეს ყველაფერი იმისთვის დასჭირდათ, რომ, სხვათა შორის, მიეყოლებინათ - გიორგი გახარიაც რუსეთის აგენტია, ოღონდ უპერსპექტივოო.
თქვეს, ჩაწერეს, შეინახეს და 2 წლის შემდეგ გამოაგდეს - ახლა დადგა გახარიას მხილების დროო. შეთქმულების თეორიაც ამას ჰქვია," - აღნიშნავს სოზარ სუბარი.
მიხეილ დაუშვილის თქმით, "ქართულ ოცნებას" გიული ალასანია დასჭირდა, რომ გიორგი გახარიას ებრძოლოს და ამ მხრივ რაღაც ახალ მწვერვალებს იპყრობს".