"ხალხის ძალის" ლიდერი, სოზარ სუბარი, Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე, ლოს-ანჯელესში, დაკავებისას მოკლული ადამიანების შესახებ წერს და სვამს რიტორიკულ კითხვას - გამოეხმაურნენ თუ არა ფაქტს ქართული ან უცხოური ორგანიზაციები.
"ბოლო კვირაში ლოს-ანჯელესის პოლიციამ, დაკავებისას, სამი ადამიანი მოკლა - ორი აფრო და ერთი ლათინოამერიკელი. რაო ევროპარლამენტმა, მკაცრად დაგმო "დემოკრატიული უკუსვლა?" და ქართველმა "უფლებადამცველებმა?" Freedom House-მა? Human Rigfts Watch-მა? Amnesty International-მა? ბილ ბროუდერმა უკვე შექმნა ლოს-ანჯელეს-მაგნიტსკის სია? თუ ანგელოზების ქალაქს არ ვერჩით?," - წერს სოზარ სუბარი.