14 ნოემბერი 2024,   10:31
ვრცლად
ფაქტია, რომ ერთმანეთის მიმართ ადამიანებს სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ - მიხეილ სარჯველაძე ენმ-ში მიმდინარე მოვლენებზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებს "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. სახელისუფლებო გუნდის წევრები აცხადებენ, რომ პარტიას სერიოზული წარუმატებლობა აქვს. საზოგადოების მხარდაჭერის კლებას კი, მმართველი გუნდი, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ წლების განმავლობაში დაშვებული შეცდომების შედეგად აფასებს.

"საზოგადოება დღითიდღე ნაკლები მხარდაჭერით პასუხობს იმ შეცდომებს, რომელსაც ეს უშვებდა ეს პარტია წლების განმავლობაში. შესაბამისად, ასეთ დროს ისინი იწყებენ პასუხისმგებელი პირების გამოკვეთას და გარკვეული უკმაყოფილებები ერთმანეთის მიმართ გამოხატვას. ფაქტია, რომ ერთმანეთის მიმართ ადამიანებს სერიოზული უკმაყოფილება დაუგროვდათ და ეს პარტია იგივე ფორმით ვეღარ გააგრძელებს მუშაობას.

გარკვეული ადამიანები, რომლებიც ფინანსების კუთხით არიან პასუხისმგებლები, მათ აქვთ სურვილი მართვის სადავეები ხელში ჰქონდეთ აღებული. ეს არის, როგორც ჩანს, ნამდვილი მიზეზები, რაც ახლა ტრიალებს მათ პარტიაში," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

დღის ამბები