მკაცრად ვგმობ სასტიკ თავდასხმას საცხოვრებელ კორპუსზე დნიპროში, - თავდასხმას საქართველოს პრეზიდენტი "ტვიტერის" გვერდზე გამოეხმაურა.
"ძალადობა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ მიუღებელია, ეს არღვევს საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმას. ჩვენ ვდგავართ მათ გვერდით, ვინც საყვარელი ადამიანები დაკარგეს დნიპროსა და მთელს უკრაინაში," - წერს სალომე ზურაბიშვილი.