14 ნოემბერი 2024,   10:32
ვრცლად
თუ სააკაშვილი ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე, შესაძლოა, იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მის მოშორებასთან დაკავშირებით - გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, როგორც ჩანს პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და "ის პატრონებს დაემუქრა". 

მაჭარაშვილი აკონკრეტებს, რომ მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის ომთან დაკავშირებით "ოქროს მოწმეა" და სწორედ ამიტომ, სურთ მისი გაჩუმება. 

"როგორც ჩანს პატიმარმა სააკაშვილმა მუქარის ტონი გააძლიერა და ის დაემუქრა პატრონებს, რომ თუ ისინი მას არ გაათავისუფლებენ ის მტკიცებულებებს წარადგენს და ალაპარაკდება, როგორც ოქროს მოწმე, როგორც 2008 წლის ომთან დაკავშირებით, ასევე საქართველოში მის შემოყვანასთან დაკავშირებით. დადგა დღის წესრიგში, რომ როგორმე ეს ოქროს მოწმე - პატიმარი სააკაშვილის გააჩუმონ. არსებობს გაჩუმების სხვადასხვა ხერხი და შესაბამისად გვინდა, რომ ხელისუფლებას მოვუწოდოთ სიფრთხილისკენ. იმ შემთხვევაში თუ პატრონები დაინახავენ ისმის საფრთხეს, რომ შეიძლება ეს ოქროს მოწმე ალაპარაკდეს - შესაძლოა იქნეს მიღებული გადაწყვეტილება, მის მოშორებასთან დაკავშირებით,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

დღის ამბები