14 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
"საკმაოდ საშიში და ყურადსაღები განცხადებაა" - ბაჩო დოლიძე მოძრაობა "ხალხის ძალის" მორიგ წერილზე

მოძრაობა "ხალხის ძალის" განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ "პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ, თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება, პოლიტიკურ სპექტრში არაერთი შეფასება მოჰყვა. "საშიში და ყურადსაღები განცხადება,"  - ასე აფასებს "ნაციონალური მოძრაობა" წერილს. 

ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ნებისმიერი სცენარის შემთხვევაში, ხელისუფლებას დასავლელ პარტნიორებზე არაფრის გადაბრალება არ გამოუვა და მოცემულ ვითარებაზე სრული პასუხისმგებლობა მმართველ გუნდს ეკისრება.

"ამ კონკრეტულმა ჯგუფმა, საკმაოდ საშიში, მაგრამ ყურადსაღები განცხადება გააკეთა. გადაბრალება არავის არ გამოუვა იმ შემთხვევაში, თუ  მიხეილ სააკაშვილს რამე დაემართება. გადაბრალება დასავლელ პარტნიორებზე და სხვებზე არ გამოუვათ, იმიტომ რომ ამ მეთოდებით პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდებიან მხოლოდ და მხოლოდ საბჭოთა რუსეთში. შესაბამისად, მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ მთლიან პროცესზე და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. ღმერთმა არ ქნას, რაიმე დაემართოს მიხეილ სააკაშვილს იმ ტყვეობაში, სადაც ის იმყოფება. სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება მმართველ გუნდს,"- აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე.

დღის ამბები