14 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ძნელად წარმოსადგენია, რომ ორმა დაპირისპირებულმა მხარემ, რომელმაც ერთმანეთის მიმართ ასეთი ბინძური მეთოდები გამოიყენა, ერთ პარტიაში განაგრძონ თანაცხოვრება - კახიანი ენმ-ზე

"ნაციონალურ მოძრაობაში" განვითარებული მოვლენები დღეს მთავარ პოლიტიკური საკითხად იქცა. მმართველი გუნდის წარმომადგენლები ღიად საუბრობენ იმაზე, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია დაშლის პირასაა. ხელისუფლებაში ამბობენ იმასაც, რომ ორი დაპირისპირებული მხარის კოჰაბიტაცია წარმოუდგენლად მიაჩნიათ, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკურ ბონუსებს ბინძური ხერხებით იწერენ. 

"როგორი დაშლილი და ჩაშლილიც არის "ნაციონალური მოძრაობა", მათ საარჩევნო პროცესსაც, რომ იგივე დაემართოს, გასაკვირი ნამდვილად არაფერი არ იქნება. აქ ჩანს, ზოგადად, "ნაციონალური მოძრაობის" მომავალი, რომელიც, ფაქტობრივად, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში აღარ არის,"-აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი

ამასთან, პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება. 

"რაც მათ პარტიაში ხდება ეს არის ტრაგიკომედია. თუ გავითვალისწინებთ, როგორი ბინძური მეთოდებით ებრძვიან ერთმანეთს პარტიის შიგნით, ეს კომპრომატების ომი იქნება თუ ფარული ჩანაწერები - ყველაფერი მიდის იქითკენ, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დაიშლება. ძნელად წარმოსადგენია, რომ ამ ორმა დაპირისპირებულმა მხარემ,  რომელმაც ამ პროცესში ერთმანეთის მიმართ ასეთი ბინძური მეთოდები გამოიყენეს, მომავალში ერთ პარტიაში გააგრძელონ თანაცხოვრება,"-აცხადებს გიორგი კახიანი. 

დღის ამბები