14 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
თუკი რაიმე რისკები არსებობს სააკაშვილის უსაფრთხოების ნაწილში, ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერებს ყურადღებას - გიორგი კახიანი

ხალხის ძალის" წერილი,  რომელშიც აღნიშნულია, რომ "პატრონები სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფერს იღონებენ და ხელისუფლების დაშანტაჟებასაც გააგრძელებენ, თუმცა, თუ მიზანს ვერ მიაღწიეს, ლოგიკურად რჩება გეგმა B: სააკაშვილის, როგორც ოქროს მოწმის მოშორება", უმრავლესობის წევრებისთვის საყურადღებო აღმოჩნდა,  რადგან, მათი თქმით, სავარაუდოდ, არსებობენ ისეთი ძალები, რომელთაც გარკვეული გეგმა აქვთ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით და ამიტომ უსაფრთხოების დაცვა და კიდევ უფრო გამკაცრება მნიშვნელოვანია.

""ხალხის ძალა" ახმოვანებს იმ შეხედულებას, რომელიც ამ ადამიანებს გააჩნიათ, რომელსაც ამყარებენ შესაბამისი არგუმენტებით.  ეს არის პოზიცია, რომელსაც აქვს არსებობის უფლება. შესაბამისად, ტრიბუნა, რომელიც "ხალხის ძალის" მიერ იყო გამოყენებული, იმისთვის არსებობს ეს რესურსი, რომ მათ თავიანთი შეხედულებები გააჟღერონ,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი. 

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანი კი ამბობს, რომ თუკი ვინმეს ინტერესშია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს უზრუნველყოფილი, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლება:

"თუმცა, როგორც ჩანს, არიან ძალები, რომელთა ინტერესში ეს არ შედის და პირიქით, შესაძლოა, მათ ინტერესში იყოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. თუკი რაიმე რისკები არსებობს, მისი უსაფრთხოების ნაწილში, ხელისუფლება კიდევ უფრო გააძლიერებს ყურადღებას," - აღნიშნავს კახიანი.

დღის ამბები