"ხალხის ძალის" წერილის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ პროგნოზებს რაც დღეს კეთდება, მისი თქმით, შესაშინელბლად იყენებენ.
"სააკაშვილის ლიკვიდაციას დიდი ხანია ცდილობენ, მოწამვლაც ამიტომ მოხდა, რაც შეეხება პროგნოზებს, ამას შესაშინებლად იყენებენ, ყველას ერთად აშინებენ და იმ ამერიკელებს უქნევენ თითს,"- აცხადებს გიული ალასანია.
სააკაშვილის ადვოკატი კი ერთ ნაწილში "ხალხის ძალას" მადლობას უხდის, რათა მისი თქმით, ეს არაპირდაპირი გზით მიმართვა იყო ხლეისუფლებისადმი.
"ერთ ნაწილში მადლობას ვეტყვი იმ "ხალხის ძალას", რადგან ეს არის არაპირდაპირი გზით მიმართვა ხელისუფლების მისამართით, რომ გაუშვან სააკაშვილი დროზე, თუ არ უნდა რომ მისი სიკვდილი დაბრალდეთ,"- აღნიშნავს ადვოკატი ვალერი გელბახიანი.