"ნაციონალურ მოძრაობაში" ტემპერატურა მატულობს- მორიგი დაპირისპირების საგანი ამომრჩევლის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარვეზებია, თუმცა აქტუალობას არ კარგავს ისიც, თუ ვინ ვის უკან დგას.
ბოლო დღეებია დავით კეზერაშვილსა და ვანო მერაბიშვილთან ერთად, პროცესების კულისებიდან მართვაში ლევან ვარშალომიძესაც ადანაშაულებენ.
აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის წინააღმდეგ განცხადება მისსავე დაქვემდებარებაში მყოფმა ადგილობრივმა ლიდერებმა გააკეთეს.
დღეს, მათ უპასუხა ლევან ხაბეიშვილმა,რომელიც არჩევნებში სწორედ ვარშალომიძის ფავორიტად დასახელდა და რომელიც უკვე მეორე დღეა ზღვისპირა რეგიონში მხარდაჭერის კიდევ უფრო გამყარებას ცდილობს.
"ბათუმში "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები, 400-მდე წევრი მონაწილეობას ღებულობდა ჩემთან შეხვედრაზე. ამ ადამიანებისგან მე მივიღე სრული მხარდაჭერა. "ნაციონალური მოძრაობის" რეგიონალური ლიდერი, ლევან ვაშალომიძე და მისი გუნდი ღიად აფიქსირებს პოზიციას. შესაბამისად, ჩემი თანაპარტიელებს სხვა პარტიებში თუ ჰგონიათ რომ მიმდინარეობს არჩევნები, ძალიან ცდებიან.
"ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერები არიან ჩვენს შეხვედრებზე. ასობით ადამიანი იღებს მონაწილეობას ჩვენს მხარდამჭერ ღონისძიებაში. "ნაციონალური მოძრაობა" უნდა დაუბრუნდეს მის მხარდამჭერებს. მოგიწოდებთ აქტიურობისკენ, ხარვეზები არის, პრობლემა აქვს ამ სისტემას. იქნებ შეძლონ როგორმე და გამოასწორონ ამისთვის ჯერ კიდევ არსებობს დრო,"-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.
ამასთან, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატი ნონა მამულაშვილი წინასწარი სკეპტიკური პროგნოზისგან თავს იკავებს.
"ტექნიკური პრობლემების შესახებ მეც მაქვს ინფორმაცია, მაგრამ ის ორგანიზაცია, რომელიც მართვას ამ აპლიკაციას რამდენიმე დღე მოითხოვა იმისათვის, რომ გაასწოროს ეს ხარვეზი,"-ნონა მამულაშვილი.