ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები პოლიტიკური განხილვის საგანი გახდა. მმართველ ძალაში აცხადებენ, რომ ყველაზე დიდი ოპოზიციურ პარტიაში ბრძოლა ფინანსებისა და ლიდერობის გამო მიდის.
ამასთან, პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" დამფუძნებელი, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს იმასაც, რომ "არეულობას სხვის ოჯახში გეგმავდნენ და საკუთარში მიიღეს".
"შიგნით აქვთ ბრძოლა ფინანსების ხელმისაწვდომობაზე და ლიდერობაზე. ვფიქრობ, რომ ისინი თავად ამ ქმედებით უწყობენ ხელს საკუთარი პარტიის ლიკვიდაციას. მათი დემოკრატია არ გაიშვა არსად, ეტყობა, როგორც არიან დამლაგებლები, როგორ გეგმავდნენ სხვის ოჯახში არეულობას და მიიღეს საკუთარში,"-აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.