14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს მოსაზრებებით ყველა საკითხზე, ასე ჩვენ თავიდან ავირიდებთ უსიამოვნო სიურპრიზებს წლის ბოლოსთვის - პაველ ჰერჩინსკი

პაველ ჰერჩინსკი კომიტეტების თავმჯდომარეებს ხვდება. ელჩი საუბრობს 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, მხარეები განიხილავენ თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას პარლამენტმა მეტი ინტეგრაციისთვის.

"ვისაუბრეთ საქართველოს ევროპულ სტანდარტებთან და პრინციპებთან დაახლოებაზე. წლის ბოლოს ევროკომისია და ევროკავშირის წევრები შეაფასებენ საქართველოს მიღწეულ პროგრესს და შემდეგ მიიღებენ გადაწყვეტილებას დამატებით ნაბიჯებზე საქართველოს ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით.

როგორც ევროკავშირის ელჩი საქართველოში, მე ყველაფერს გავაკეთებ დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ვიმედოვნებ, რომ დადებით შედეგს მივიღებთ წლის ბოლოს. ჩვენ მზად ვართ დახმარებისთვის მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად.

ჩვენ გვქონდა ძალიან ღია და გახსნილი დიალოგი. ვუსმენთ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტარების მოსაზრებებს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ უფრო და უფრო ვუახლოვდებით ერთმანეთს მოსაზრებებით ყველა საკითხზე. ასე ჩვენ თავიდან ავირიდებთ უსიამოვნო სიურპრიზებს წლის ბოლოსთვის," - ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

"ევროკომისიის შეფასება საქართველოს კითხვართან დაკავშირებით უკვე მომზადებულია და უახლოეს მომავალში ვიხილავთ. ამ ეტაპზე, ანგარიში შესაბამის სამსახურებში პოლიტიკურ შეფასებებს გადის" - ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ევროკავშირის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, მოლოდინი არის, რომ საქართველოს მაღალი შეფასება ექნება.

"ჩვენ იცით, რომ ველოდებით ევროკომისიის შეფასებას საქართველოს კითხვართან დაკავშირებით, რომელიც როგორც გავიგეთ არის უკვე მომზადებული და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. საქართველოს შეფასებებში მოველით, რომ იქნება პოზიტიური და მივიღებთ რეალურად შესაძლებლობას, რომ შევაფასოთ თუ რა ეტაპზეა საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. მოლოდინი არის, რომ საქართველოს აქვს საკმაოდ მაღალი შეფასებები," – აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი.

დღის ამბები