14 ნოემბერი 2024,   10:33
ვრცლად
ყველა მანკიერებას, რომელიც ზოგადად ამ პარტიასთან ასოცირდებოდა, ახლა ერთმანეთის სამტროდ იყენებენ ამ ყველაფერს - მიხეილ სარჯველაძე "ნაციონალურ მოძრაობაზე"

ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, პარტია ამას იმსახურებს - ამბობენ მმართველ გუნდში და თვლიან, რომ მიმდიანრე პროცესები საბოლოოდ "ნაცმოძრაობის" დაშლის წინაპირობაა.

კომპრომატები, პროცესების დისკრედიტაცია და გაყალბება - უმრავლესობის წევრების შეფასებით, ყველა ამ მანკიერებას, რომელიც ამ პარტიასთან ასოცირდება და მანამდე ქვეყნის მართვისას აქტუალური იყო, ახლა ერთმანეთის სამტროდ იყენებენ.

"იმდენად გამწვავებულია ურთიერთობები "ნაციონალური მოძრაობის" შიგნით ცალკეულ დაჯგუფებებს შორის, რომ ამან პრაქტიკულად ყოველგვარი სახე დააკარგვინა იმ ადამიანებს, ვინც ამ ხელჩართულ ბრძოლაში არიან ჩართულები.

ყველა ის მანკიერება, რომელიც ზოგადად ამ პარტიასთან ასოცირდებოდა, ახლა ისინი ერთმანეთის სამტროდ იყენებენ ამ ყველაფერს, დაწყებული კომპრომატების გამოყენებით, დასრულებული თუნდაც რომელიმ პროცესის დისკრედიტაციით, ან შეიძლება საფუძვლიანი გაყალბების გზით," - აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე.

დღის ამბები