მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესები კვლავ პოლიტიკური შეფასებების საგანია. ოპოზიციის ნაწილი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზინდეტის მდგომარეობა მძიმეა და ნორმალურ სასამართლო პირობებში ის დარბაზიდანვე უნდა გათავისუფლდეს.
მმართველ გუნდში კი სააკაშვილის დიაგნოზს სიმულაციას უწოდებენ და ამბობენ, რომ გადაწყვეტილება მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მხოლოდ სასამართლოს პრეროგატივაა.
"სასამართლომ უნდა დაადგინოს რამდენად შეესაბამება სიმართლეს ადვოკატების მტკიცება იმის თაობაზე, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად კრიტიკულია, რომ აუცილებელია მისი საქართველოდან გაყვანა. ყველა ნიშანია იმისი, რომ აქ აქვს ადგილი თაღლითობასა და სიმულაციას, ვინაიდან ერთი დღე ამბობენ, რომ აქვს ადამიანს დემენცია, მერე ირკვევა, რომ იგი ვრცელ წერილებს წერს," - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გია ვოლსკიმ.