გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი, უკრაინაში ინტერვენციასთან დაკავშირებით რუსეთის ლიდერების ქმედებების გამოსაძიებლად სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას ითხოვს.
გერმანელი დიპლომატის თქმით, უკრაინასა და პარტნიორებთან განიხილებოდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულებისთვის სპეციალური ტრიბუნალის ჩამოყალიბების იდეა.
ბერბოკი მიიჩნევს, რომ ტრიბუნალს შეუძლია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის საფუძველზე იმუშაოს. ასევე უზრუნველყოფილი იყოს მიუკერძოებლობა და ლეგიტიმურობა.