ლევან ხაბეიშვილის განცხადებას რევოლუციური ცვლილებების შესახებ მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ "ნაცინალური მოძრაობის" რადიკალურ გეგმებს მომავალი არ აქვს. გიორგი ვოლსკისთვის ლევან ხაბეიშვილის განცხადებები კომიკურია.
"არის კონცენტრირებული ერთი პრიმიტიული ფორმულის გარშემო, ეს არის დესტაბილიზაცია მოახდინონ და მოვიდნენ ხელისუფლებაში. თვითონ რომ წარმოადგენს ვიღაცის მარიონეტს, რა ინტელექტუალური "ბაგაჟის" მატარებელია?! რა სულელურ განცხადებებს აკეთებს ან როგორ იქცევა - ეს უკვე წინაპირობას ქმნის იმისა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შეკითხვაც კი არ უნდა დაისვას, თუ, რასაკვირველია, არ გინდათ იუმორისტული სიუჟეტი ჩამოაყალიბოთ," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია." როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის პროცესის პარალელურად ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის "ქართველ ხალხთან და ნამდვილ ოპოზიციონერებთან" ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს, თუმცა მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.