14 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
დავოსში პრემიერს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან და მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან - ილია დარჩიაშვილი

დავოსში პრემიერს დაგეგმილი აქვს მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. ასევე, დაგეგმილია ძალიან საინტერესო შეხვედრები მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა დავოსში განაცხადა, სადაც პრემიერის დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.

"დღეს დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში. კერძოდ, დავოსში მიმდინარეობს მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ორი განზომილება; ერთი ეს არის – პოლიტიკური შეხვედრები და პრემიერს დაგეგმილი აქვს რამდენიმე მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერთან. პრემიერ-მინისტრი ასევე, დღეს შეხვდება შვეიცარიის პრეზიდენტს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მასპინძელი ქვეყნის პირველ პირთან შეხვედრა, ხოლო მეორე დატვირთვა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს აქვს, ეს არის ეკონომიკური განზომილება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და დელეგაცის წევრებს დაგეგმილი აქვთ ძალიან საინტერესო შეხვედრები სხვადასხვა მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან," – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მისივე თქმით, მსხვილი საერთაშორისო კომპანიების ხელმძღვანელებთან შეხვედრის მთავარი მიზანია მათ უკეთ გააცნონ საქართველოს ეკონომიკური პოტენციალი.

"ამ შეხვედრების მთავარი მიზანია მათ უკეთ გავაცნოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალი, ის საინვესტიციო გარემო,რომელიც არის ქვეყანაში, რაც მათ მისცემს საშუალებას, კარგად შეაფასონ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი და გადადგან ქმედითი ნაბიჯები, რათა საქართველოში ეს კომპანიები შემოვიდნენ და გააკეთონ კონკრეტული ინვესტიციები," - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

დღის ამბები