"ქართული ოცნებისა" და "ხალხის ხმის" წარმომადგენლები ლევან ხაბეიშვილის განცხადებას საქართველოში რევოლუციური სცენარის აუცილებლობის შესახებ, ეხმაურებიან.
მათი შეფასებით, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს "ნაციონალური მოძრაობის" მთავარ მიზანს - ქვეყანაში არეულობა მოეწყოს.
უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ "ნაციონალური მოძრაობას" არჩევნების გზით გამარჯვების შანსი არ აქვს, ამიტომ რადიკალურ ქმედებას ირჩევს".
"ისინი თვითონვე აღიარებენ, რომ ლეგიტიმური გზით არანაირი შანსი არ აქვთ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ, იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, საზოგადოების უდიდესი ნაწილი მათ წინააღმდეგ არის.
"[ლევან ხაბეიშვილის] განცხადება გარკვეულწილად არის მატარებელი იმ ლუსტრაციის, რაც რეალურად "ნაციონალური მოძრაობის" მიზნებს ესახება და პლუს ამას, ეს არის გარკვეულწილად პიარული კამპანია შიდაპარტიული არჩევნების ფონზე," - განაცხადა გივი მიქანაძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, "ერთადერთი გამოსავალი ქვეყანაში რევოლუციური ცვლილებებია." როგორც მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის პროცესის პარალელურად ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ის "ქართველ ხალხთან და ნამდვილ ოპოზიციონერებთან" ერთად კოალიციის შექმნას გეგმავს, თუმცა მეტ დეტალს არ აკონკრეტებს.