"ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირებას მმართველ გუნდში ეხმაურებიან. დავით მათიკაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი სახე ბოლომდე რომ ეჩვენებინა, ამისთვის პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა.
"ნაციონალურ მოძრაობას" საკუთარი სახე ბოლომდე რომ ეჩვენებინა, ამისთვის პარტიული არჩევნები საკმარისი აღმოჩნდა. ერთმანეთს არ ინდობენ, კომპრომატებით დარბიან. არათუ პოლიტიკურად სროლა, რომ ჰქონდეთ იმის საშუალება რეალურად ესროლონ ერთმანეთს, ალბათ არც ამას დააკლებდნენ, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ნებისმიერ ძალას, რომელიც ამ რადიკალური ჯგუფის შემადგენლობაში არის ხელისუფლება და ძალაუფლება სჭირდება იმისათვის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში მოაწყონ არეულობა," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
გივი მიქანაძის შეფასებით, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ღრმა კრიზისშია და ძალაუფლების მოპოვებისთვის ერთმანეთის აზიანებენ.
"ლევან ხაბეიშვილი ყოველთვის მოქმედებდა საკუთარი, პირადი ინტერესებით. კეზერაშვილმა და მერაბიშვილმა ეს ადამიანი გამოარჩიეს იმით, რომ მატერიალური ინტერესებისადმი დიდი ცდუნება და მისწრაფებები აქვს, მორჩილად აღასრულებს ყველა დავალებას," - განაცხადა გივი მიქანაძემ.
აღნიშნულ საკითხზე ისაუბრა "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გურამ მაჭარაშვილმაც.
"თუ რა ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში", ასეთი გამოთქმა არსებობს ამ კითხვაზე -ჯოჯოხეთში ისეთი ამბები იყო, ეშმაკი იჯდა კუთხეში და პიჯვარს იწერდაო," - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.