14 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
12 პუნქტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს - პაველ ჰერჩინსკი

ევროკავშირის ელჩი პარლამენტში შეხვედრებს განაგრძობს. პაველ ჰერჩინსკი კომიტეტების თავმჯდომარეებს ხვდება. მისი თქმით, განხილვის მთავარი საკითხი ევროკავშირთან ურთიერთობა და 12 რეკომენდაციაზე მუშაობაა.

"ჩვენ განვიხილეთ ევროკავშირთან მიმდინარე თანამშრომლობის საკითხები, ასევე, საქართველოს დაახლოება ევროკავშირის პრინციპებსა და სტანდარტებთან, რაც მიმდინარე პროცესია. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ამ საკითხებზე და უზრუნველყოფას, რომ საქართველოს კანონმდებლობა უახლოვდებოდეს ევროკავშირის სტანდარტებსა და პრინციპებს.

12 პრიორიტეტზე მუშაობა გრძელდება, არაერთ პრიორიტეტზე პროგრესი მიღწეულია, სხვებზე ჯერ კიდევ ველოდებით გარკვეულ გადაწყვეტილებებს, მაგალითად სახალხო დამცველის შერჩევასთან დაკავშირებით. სხვა პრიორიტეტებზე ვიცი, რომ პარლამენტში ამ დროისთვის მუშაობა შეწყვეტილია, რადგან საერთაშორისო სტანდარტების განმსაზღვრელებს, როგორიცაა, ვენეციის კომისია და ოდირი, მიმართეს მოსაზრებისთვის.

ვიცი, რომ როდესაც ეს მოსაზრება მზად იქნება, მუშაობა განახლდება. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ზოგიერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით მკაფიოდ დიდი პროგრესია, სხვებზე მუშაობა გაგრძელდება. ამ დროისთვის, არ მსურს პრობლემებთან დაკავშირებით საუბარი, რადგან ეს სამუშაო პროცესია. ვიმედოვნებთ, რომ არანაირი პრობლემა არ იქნება არცერთ პრიორიტეტთან დაკავშირებით," - აცხადებს პაველ ჰერჩინსკი.



დღის ამბები