გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა.
გუტიერეშმა იმ გლობალური პრობლემებზე ისაუბრა, რომელთა წინაშეც დღეს მსოფლიო დგას. მათ შორის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ ასპექტში. ასევე საუბარი იყო რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შესახებ.
"ჩვენ ვერ დავუპირისპირდებით პრობლემებს, თუ მათ პირდაპირ თვალებში არ ჩავხედავთ. ჩვენ მეხუთე კატეგორიის ქარიშხლის წინაშე ვდგავართ. ჩვენს სამყაროს ქარიშხალი რამდენიმე ფრონტზე დაატყდა თავს. დავიწყოთ გლობალური ეკონომიკური კრიზისით. მსოფლიოს ბევრ ნაწილს ემუქრება რეცესია და მთელი მსოფლიო შენელების წინაშე დგას. ჩვენ ვხედავთ გაღრმავებულ უთანასწორობას და ცხოვრების ხარჯების სწრაფად განვითარებას, რაც ყველაზე მეტად ქალებსა და გოგონებზე ახდენს გავლენას. მიწოდების ჯაჭვის შეფერხება და ენერგოკრიზისი. ფასების ზრდა, საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინფლაციასთან ერთად დაუცველ ქვეყნებს აზარალებს. ჩვენ ვეთამაშებით კლიმატურ კატასტროფას. ყოველ კვირას მოაქვს კლიმატის ახალი წესრიგი. შედეგები კი, როგორც ყველამ ვიცით, დამანგრეველი იქნება. დღეს წიაღისეული საწვავის მწარმოებლები და მათი ხელშემწყობები კვლავ იბრძვიან წარმოების გაფართოებისთვის, კარგად იციან, რომ ეს ბიზნეს მოდელი შეუთავსებელია ადამიანის გადარჩენასთან.
ამ ტოქსიკურ საკითხთან კიდევ ერთი ფეთქებადი ფაქტორი: კონფლიქტი, ძალადობა, ომი, განსაკუთრებით რუსეთის შეჭრა უკრაინაში," - განაცხადა გუტიერეშმა.