საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა "ქრონიკასთან" რუსეთიდან საქართველოში ფრენების აღდგენაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ "თავის დროზე ფრენების გაუქმება, აკრძალვა გარკვეული სანქციის სახით იყო გამოყენებული საქართველოს წინააღმდეგ."
მათიკაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს ისევ ქართველებისთვის იქნება კარგი.
"შევახსენებ საზოგადოებას, რომ მილიონამდე ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და თუკი იქნება ავიამიმოსვლა ორ ქვეყანას შორის, ეს რა თქმა უნდა ისევ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის, ქართველებისთვის, ჩვენი ქვეყნის შვილებისთვის იქნება კარგი," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.