14 ნოემბერი 2024,   10:38
ვრცლად
ირაკლი კობახიძე: მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს, დსთ-ს წევრად რჩება, არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული

თქვენს ეთერში ერთხელ ვისაუბრე მოლდოვასთან დაკავშირებით და შევადარე მოლდოვა საქართველოს. მოლდოვას მისცეს კანდიდატის სტატუსი და საერთოდ არსად არ მიდის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვამ მეტი უნდა გააკეთოს უკრაინისთვის და ა.შ. - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ "იმედი LIVE"-ის ეთერში განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მოლდოვას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია უკრაინის მხარდასაჭერად, მაგრამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მაინც მიიღო.

მისი თქმით, საქართველოს მიმართ, არის სხვა ინტერესი, რაც მოლდოვის და ბელარუსის მიმართ არ არსებობს.

"მესიჯი იყო, რომ საკმარისს არ ვაკეთებთ უკრაინისთვის, ამ დროს, მოლდოვა არც სანქციებს უერთდება, არც სხვა განსაკუთრებულ ზომას იღებს და დსთ-ს წევრად რჩება. არავის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოლდოვის ხელისუფლება არის პრორუსული და ა.შ. არსად რეზოლუცია არ მიუღიათ მოლდოვასთან დაკავშირებით, არცერთ ევროპარლამენტარს ასეთი რამ არ უთქვამს და პირიქით, კანდიდატის სტატუსი მისცეს. ანუ მთავარი რა არის, რომ საქართველოს მიმართ არსებობს რაღაც განსაკუთრებული ინტერესი, რაც არ არსებობს მოლდოვის მიმართ, ბელორუსის მიმართ. ეს ერთადერთი ინტერესი არის, სწორედ მეორე ფრონტი. ამას ჩვენ არ ვამბობთ ზოგადი ლოგიკის საფუძველზე. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვამბობთ ინფორმაციის საფუძველზე, უბრალოდ, რა თქმა უნდა, გვიჭირს ბოლომდე კარტების გახსნა," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები