14 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
ეს არის პროვოკაციული განცხადება, რომ საქართველოს თურმე არ სჭირდება თავდაცვითი შეიარაღება - გიორგი ვოლსკი კასიანოვის განცხადებაზე

პროვოკაციული განცხადება - ასე აფსებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის ანდრეი კასიანოვის განცხადებას, რომელიც იარაღის გადაცემაზე საუბრობს. 

"სად არის კასიანოვის განცხადება, ეს არის გარკვეული ჯგუფის ადამიანების განცხადება, ნათი პოზიციის გახმოვანება, რომ საქართველოს თურმე არ სჭირდება თავდაცვითი შეიარაღება. საქართველოს ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია, ოკუპანტი ქვეყნისაგან საშიშროება არსებობს, მუდმივად არსებობდა და ხვალაც იარსებებს. არ შეიძლება მუდმივად საქართველოს თავის მწირე რესურსების მთლინად თუ არა, ნაწილის მიწოდებას ითხოვდეს ყოველდღიურად, კასიანოვი იქნება თუ ვინმე სხვა. ეს არის პროვოკაციული განცხადება,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი. 

დღის ამბები