მგონი აქაური ე.წ. ღალატისა და ომის პარტია , მისი სატელიტები და აპოლიგეტებიც უაპელაციოდ აღიარებენ, რომ სტრასბურგის შემდეგ არანაირი სასამართლოს განაჩენის გასაჩივრება არ არსებობს და რომ სტრასბურგი თემიდათა შორის უზენაესი თემიდაა - წერს Facebook-ზე ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე.
"ამიტომაც წაიკითხეთ და ნახეთ, რომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საბოლოო ვერდიქტით დაასკვნა: არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილზე პასუხისმგებლობა სახელმწიფოს დაეკისროსო!
ასე რომ აქაური პოლიტშარლატანების სპეკულირებას ახალგაზრდის სიკვდილით, წერტილი დაესვა!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.