თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება "ნაციონალურ მოძრაობაში".
თუმცა, მისვე თქმით, ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება:
"ვხედავთ, რაც ხდება "ნაციონალურ მოძრაობაში“, როგორი დაპირისპირებაა. ერთი, რაც აკლიათ, არის, რომ ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, თორემ სხვას არაფერს აკლებენ. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ მელია გააძეონ თანამდებობიდან. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ამის შემდეგ გაირკვევა, რა მოხდება ამ პარტიაში. თუმცა, ცხადია, ასეთი დაპირისპირების ფონზე შეუძლებელია, შენარჩუნებული იყოს ერთსულოვნება," - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ.