დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დღეს სრულდება. გუშინ კი ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა პრემიერ-მინისტრმა კომპანია "ACWA Power"-ის პრეზიდენტსა და გენერალურ დირექტორთან გამართა. საუბარი შეეხო საინვესტიციო შესაძლებლობებსა და ენერგეტიკის სექტორში პოტენციურ პარტნიორულ პროექტებს.
პრემიერ-მინისტრმა ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოსა და რესურსების უკეთ გასაცნობად კომპანიის წარმომადგენლები საქართველოში მოიწვია.
"ACWA Power" ელექტროენერგიის გამომუშავების წამყვანი კერძო დეველოპერია, რომელიც ასევე ავითარებს მსოფლიოში პირველ მასშტაბურ მწვანე წყალბადის პროექტს. კომპანიის სათავო ოფისი საუდის არაბეთში მდებარეობს.