პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საგარეჯოში გვიან ღამით მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
"ვუსამძიმრებ საგარეჯოში დატრიალებული ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებს, მეგობრებსა და ახლობლებს. ქედს ვიხრი გმირულად დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილის წინაშე," - წერს ირაკლი კობახიძე.