ამერიკის ელჩმა საქართველოში შუა დერეფნის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კელი დეგნანის განცხადებით, შტატები თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა ქვეყანამ საკუთარი წვლილი შეიტანოს მნიშვნელოვან პროცესში.
"საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იხსნება, ასე ვთქვათ, გახდეს ტვირთგადაზიდვის დერეფანი შუა აზიიდან ევროპამდე. ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა და ჩვენ ამ მიმართულებით ვთანამშრომლობთ საქართველოსთან, რომ ქვეყანამ შეძლოს თავისი წვლილის შეტანა ამ პროცესში,“ - აცხადებს კელი დეგნანი.