14 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოპოზიციის განცხადებებს, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, სახელისუფლებო გუნდის წევრები პროვოკაციად აფასებენ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისა და ოპოზიციის განცხადებებს, რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხთან დაკავშირებით, პროვოკაციად აფასებენ სახელისუფლებო გუნდის წევრები.

მმართველი გუნდის ლიდერები ამბობენ, რომ საქართველოს მკაფიოდ გამოხატული ინტერესები აქვს, რომლის დაცვისკენაც ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების აქტივობებია მოწოდებული.

სახელისუფლებო გუნდი ოპოზიციის მიერ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხზე გავრცელებულ ინფორმაციას პროვოკაციას უწოდებს.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საქართველოს მკაფიოდ გამოხატული ინტერესები აქვს, რომლის დაცვისკენაც ხელისუფლებისა და ქართული საზოგადოების აქტივობებია მოწოდებული. 

"ვისთვისაც ყველაზე მეტად საყურადღებოა რუსეთის თანამდებობის პირების მხრიდან გაკეთებული განცხადებები, მათ შეუძლიათ საკუთარი დასკვნები ასეთ მოსაზრებებს დაამყარონ.

ჩვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს საკითხს ვინ როგორ ხედავს, მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის რა იქნება ღირებული, აქედან გამომდინარე ვაკეთებთ დასკვნებს. მგონი, არავის აქვს საფუძველი და მიზეზი რაიმე სპეკულაციებისთვის და მათ შორის, საუბრისთვის, თითქოს, ქართული მხარის და რუსული მხარის რიტორიკა ერთმანეთს შეიძლება რაღაცნაირად ემთხვეოდეს.

საქართველოს მკაფიოდ გამოხატული ინტერესები აქვს, რომლის დაცვისკენაც მთელი ქართული ხელისუფლების და ქართული საზოგადოების აქტივობებია მოწოდებული. შესაბამისად, ყველას მოუწევს მხედველობაში იმის მიღება, რომ საქართველოში დღეს ხელისუფლებაა, რომლისთვისაც ნომერ პირველი ღირებულება ჩვენი ქვეყნის ინტერესია, ეს გულისხმობს დეოკუპაციას, ყოველმხრივ კომფორტის შექმნას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის.

იმ ფონზე, როცა არსებობს მოცემულობა, რომ ლარსით შესაძლებელია რუსეთის მოქალაქემ საქართველოში მანქანით იმოგზაუროს, ან საქართველოს მოქალაქემ რუსეთში, ერთის მხრივ, სავიზო რეჟიმი არსებობს, მეორე მხრივ, არ არსებობს და ა.შ. ტექნიკურად ახალი არხის გახსნა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს მაგალითად, ქართველ მოსახლეობას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს, იმოგზაუროს საქართველოში საკუთარი ოჯახის მოსანახულებლად არა სომხეთის, აზერბაიჯანის გავლით, არამედ პირდაპირ იმოგზაურონ, ამაში ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ, პირიქით, ეს არის მეტი კომფორტის შექმნა ქართული მოსახლეობისთვის,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები