მოლდოვა უკრაინის გამარჯვებას ელის, რათა დნესტრისპირეთის მშვიდობიან დეოკუპაციაზე მუშაობა გააგრძელოს, - ამის შესახებ მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
"ჩვენ ყველას იმედი გვაქვს და გვსურს, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს ამ ომში, გაათავისუფლოს თავისი ტერიტორია, რათა ჩვენ შევძლოთ მუშაობის გაგრძელება ქვეყნის მშვიდობიან რეინტეგრაციაზე და რუსი სამხედროების გაყვანაზე, რომლებიც უკანონოდ იმყოფებიან ჩვენ ტერიტორიაზე, მშვიდობიანი მეთოდებით, ეს არის რაც ყველას გვსურს," - თქვა ნიკუ პოპესკუმ.
მისი თქმით, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოლდოვის ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახა, მათ შორის, დნესტრისპირეთის კონფლიქტის დარეგულირების პროცესზე.