საქართველო მზადაა ისევ განაგრძოს მედიატორის როლის შესრულება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რეგიონში ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობისთვის. მმართველი პარტია საქართველოს როგორც მედიატორის როლზე საუბრობს და აცხადებს, რომ რეგიონში მშვიდობა აუცილებელია, რისთვისაც საქართველო აქტიურად გააგრძელებს მედიაციის როლს ორივე მეზობელ ქვეყანასთან.
"საქართველოს როლი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის დალაგების საქმეში, რასაკვირველია, საგანგებო მნიშვნელობის არის, მით უმეტეს, თუ მხარდაჭერილია საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. რასაკვირველია საუკეთესო პლატფორმაა ამ ორი მხარის საუბარი სწორედაც თბილისში, ან საქართველოს ნებისმიერ ქალაქში. ასევე, უნდა გარდარჩეს რეგიონში შემდგომი სამხედრო ესკალაციისგან," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.