14 ნოემბერი 2024,   10:49
ვრცლად
საქართველო არასდროს გამხდარა და არც არასდროს გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი - არჩილ თალაკვაძე

საქართველო არასოდეს გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი - ასე გამოეხმაურა არჩილ თალაკვაძე ირაკლი კობახიძის განცხადებას CNN-ის ეთერში დასმულ კითხვასთან დაკავშირებით.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, ტყუილია, რომ გაზრდილ ექსპორტში უდიდესი წვლილი რუსეთთან ვაჭრობას აქვს.

"ძალიან ბევრი ადამიანია დაინტერესებული, რომ ზიანი მიადგეს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციას. არაერთხელ ვამხილეთ ჩვენი ოპონენტები, როდესაც ისინი იყენებდნენ საერთაშორისო მედიას, იყენებდნენ იმ კავშირების, რომელიც ჯერ კიდევ რჩება. ჩვენი მოვალეობა, რომ ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს სიმართლე.

სიმართლე გახლავთ ის, რომ საქართველო იცავს ყველა იმ საერთაშორისო წესს, რომელიც უკრაინის ომის განმავლობაში არის დაწესებული და საქართველო არასდროს გამხდარა და არც არასდროს გახდება, სანქციების გვერდის ავლის ადგილი.

საქართვლოს ეკონომიკა იზრდება, არა მხოლოდ ომის პერიოდში- წინა წელსაც ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვქონდა. იზრდება ექსპორტი, ესეც სიმართლეა, თუმცა ტყუილია ის, რომ ამ ექსპორტში უდიდესი ან თუნდაც მნიშვნელოვანი წვლილი აქვს რუსეთთან ვაჭრობა," - აცხადებს არჩილ თალაკვაძე.   

დღის ამბები