14 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
"ევროსაბჭოს საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა აქვს" - ქართული დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაში მონაწილეობს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიამ სტრატი აიღო. სესია ასამბლეის პრეზიდენტის და თანათავმჯდომარეების არჩევით და ეროვნული დელეგაციების უფლებამოსილების დამტკიცებით გაიხსნა.

ზამთრის სესიის ერთ-ერთი მთავარი თემა კვლავ უკრაინაა - ომის გავლენა ადამიანის უფლებებზე და ჰუმანიტარულ საკითხებზე.

სესიაზე სიტყვით გამოვა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი და დებატები გაიმართება მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე.

სტრასბურგში იმყოფება ქართული დელეგაციაც.

"გვაქვს ძალიან დატვირთული გეგმა და დღის წესრიგი. რაც შეეხება თავად სესიას, ეს მნიშვნელოვანია, ვინაიდან საერთაშორისო დღიწესრიგის ყველა მნიშვნელოვანი საკითხი განიხილება, მაგრამ ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ იქნება საპარლამენტო ანსამბლეის პრეზიდენტის არჩევნები. პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ჩვენ კანდიდატს, რომელიც საპარლამენტო ანსამბლეის ტრადიციისა და წესების თანახმად არის წარდგენილი, ეს არის ბატონი - ტინი კოგსი, რომელმაც მნიშვნელოვანი სამუშაო შეასრულა წინა პერიოდში. ჩვენ ვმონაწილეობთ, როგორც პოლიტიკური ჯგუფების, ასევე, კომიტეტების შეხვედრებში და მონაწილეობას მივიღებთ სესიის სხდომებზე," - განაცხადა პარლამენტის არჩილ თალაკვაძემ.

ამასთან, ევროპის საბჭოში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, ევროსაბჭოს საქართველოს მიმართ ურყევი მხარდაჭერა აქვს. 

 "ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მართავს პირისპირ შეხვედრას საქართველოს დელეგაციასთან, ასევე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პირისპირ შეხვდება საქართველოს დელეგაციას, ეს არის ხაზგასმა იმ ძალიან მნიშვნელოვანი ურყევი მხარდაჭერისა, რომელიც ევროსაბჭოს გააჩნია საქართველოსთან დაკავშირებით. მიმდინარე კვირაში იქნება არაერთი მნიშვნელოვანი სხდომა. საქართველოს დელეგაციის მხრიდან იქნება ხაზგასმა იმ საკითხებისა და იმ პრიორიტეტებისა, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას," - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

 



დღის ამბები