14 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
ასე ხდება, როდესაც ხარ დესტრუქციული და მხოლოდ საკუთარი თავი და ვიწრო პარტიული ინტერესები გაქვს, რაც დათესეს, იმას იმკიან - არჩილ თალაკვაძე ენმ-ზე

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება მწვავდება. უთანხმოების მიზეზი ამჯერად ხარვეზებია, რომელიც არჩევნებზე რეგისტრაციის პროცესში არსებობს.

ენმ-ში არსებულ შიდა დაპირისპირებას მმართველ პარტიაში ეხმაურებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ენმ-ში სწორედ იმას იმკის, რაც პარტიამ თავის დროზე დათესა. არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ არსებული გზით პარტია 2023 წლის საპარლამენტო არჩევნებში უარეს შედეგამდე მივლენ.

"ასე ხდება, როდესაც ხარ დესტრუქციული და როდესაც მხოლოდ საკუთარი თავი და ვიწრო პარტიული ინტერესები გაქვს. რაც დათესეს იმას იმკიან და ეს ჯერ კიდევ არ არის დასასრული. "ნაციონალური მოძრაობა" არის ვარდნის პროცესში. ვხედავთ უბინძურეს ურთიერთბრალდებებს, კამპანიას, რომელიც აჩვენებს მათ სტილსა და ხელწერას, თუ რა ღირებულებები აქვს ეს არის კომპრომატების ომი, ეს არის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება, მუქარები სამომავლოდ. ამ გზით ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მივლენ უარეს შედეგამდე," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, პარტიის თავმჯდომარე 28-29 იანვარს უნდა აირჩიონ. ამ პოსტზე პრეტენზიას 4 კანდიდატი აცხადებს - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

 

დღის ამბები