14 ნოემბერი 2024,   10:29
ვრცლად
CNN-ის სტატია და კითხვა ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოს მიმართ გაჩნდეს ნეგატიური დამოკიდებულება და შეიქმნას არეულობა - ეკა სეფაშვილი

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი აცხადებს, რომ საქართველოდან ექსპორტი ნამდვილად გაიზარდა, თუმცა არა რუსეთში. 

როგორც ეკა სეფაშვილი აცხადებს, CNN-ს სტატია და ჟურნალისტის კითხვა მიმართული იყო საქართველოს ინტერესების დასაზიანებლად. 

"სტატიაში არის თითიდან გამოწოვილი ინფორმაცია და ძირითადად საუბარი ეხება საქართველოს მიერ სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას და იქ მოხსენებული არის სხვა ქვეყნების, მაგრამ რატომღაც ამ ქვეყნებზე აქცენტი არ არის გაკეთებული.

საქართველომ გაიზარდა ექსპორტი 33%-ით, თუმცა ამ ზრდაში რუსეთის ბაზრებს უჭირავს ძალიან მოკრძალებული წილი დაახლოებით 7% და ზრდის უმეტესი ნაწილი მოდი სხვა მეზობელ ქვეყნებზე, როგორებიც არიან: სომხეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი.

ეს სტატია და კითხვა ემსახურება იმ მიზანს, რომ საქართველოს მიმართ გაჩნდეს ნეგატიური დამოკიდებულება და შეიქმნას არეულობა, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ,"-აცხადებს ეკა სეფაშვილი. 

დღის ამბები