ოპოზიციის ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს.
პარტიებმა "დროა", "გირჩი-მეტი თავისუფლება", "სტრატეგია აღმაშენებელი" და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამის შესახებ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.