14 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
ენმ-ს და მათთან აფელირებულ რადიკალურ ჯგუფებს ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურთ - დავით მათიკაშვილი ოპოზიციის დაანონსებულ აქციას გამოეხმაურა

ოპოზიციის ნაწილი 24 თებერვალს, საქართველოს ევროპული არჩევანის მხარდამჭერ და უკრაინის სოლიდარობის აქციას გამართავს.

პარტიებმა „დროა“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა ამის შესახებ ერთობლივად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ მათი მთავარი მიზანია ძლიერი საქართველოს იდეა ევროპულ და დასავლურ ცივილიზაციასთან ერთად.

მმართველი გუნდის წევრები კი ამბობენ, რომ ოპოზიციის სპიკერები საზოგადოებას ატყუებენ და ქვეყანაში ქაოსის შექმნის მცდლეობა აქვთ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის დავით მათიკაშვილის განცხადებით, ენმ-ს და მასთან აფელირებულ რადიკალურ ჯგუფებს ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი აქვთ.

"არახალია ქართული საზოგადოებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" და მათთან აფელირებული რადიკალური ჯგუფების სურვილი, რომ არეულობა მოაწყონ და ქაოსი შემოიტანონ ქვეყანაში. მათი სურვილია ქვეყნის განვითარების მდგრადი ტემპი შეანელონ. ის რასაც ეს ბატონები აჟღერებენ არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა,"- დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები