17 მაისი 2024,   09:47
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. ევროკავშირის ელჩი საკანონმდებლო ორგანოში შეხვედრებს წინა კვირაშიც მართავდა.

პაველ ჰერჩინსკის შეხვედრები კომიტეტების თავმჯდომარეებთან ჰქონდა და შეხვედრის ძირითადი თემა იყო ევროკავშირის რეკომენდაციები და ცალკეული კომიტეტების საქმიანობა.

მანამდე კი პაპუაშვილი აშშ- ის ელჩს კელი დეგნანს შეხვდა. კელი დეგნანთან შეხვედრა დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა.

ელჩმა პარლამენტი უკომენტაროდ დატოვა და რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, უცნობია.

დღის ამბები