14 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობის დროს გაკეთდება გზავნილები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან არის დაკავშირებული - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრები ექნება, როგორც ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ასევე ასამბლეის პრეზიდენტთან.

კობახიძის განცხადებით, საქართველოს დელეგაცია აქტიურად იქნება ჩართული ასამბლეის მუშაობაში.

გარდა ამისა, კობახიძე აღნიშნავს, რომ პლენარულ ფორმატში, ასევე, საკომიტეტო ფორმატში შეხვედრებზე ისაუბრებენ იმ გზავნილებზე, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან იქნება დაკავშირებული.

"როგორც პლენარულ ფორმატში, ასევე საკომიტეტო ფორმატში გაჟღერდება გზავნილები, რომლებიც დაკავშირებულია ჩვენს ძირეულ ინტერესებთან, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან, მათ შორისა ოკუპაციის საკითხი, ასევეა სხვა ეროვნული ინტერესები. უამრავი თემაა, რომლებიც პლენარულ და საკომიტეტო ფორმატებში განიხილება," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის თანამდებობაზე ტინი კოქსს დაუჭირა მხარი.

დღის ამბები