ვარშავა ბერლინს მიმართავს ტანკების გაგზავნის ნებართვის მოთხოვნით, თუმცა თუ თანხმობა არ იქნება, პოლონეთი მაინც გადასცემს ლეოპარდებს უკრაინას "მცირე კოალიციის" ფარგლებში, - ამის შესახებ მატეუშ მორავიეცკიმ პოლონურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.
პოლონეთის პრემიერის განცხადებით, ვარშავა მუდმივად ახდენს ზემოქმედებას გერმანიის მთავრობაზე, რომ მათ უკრაინას ტანკები მიაწოდონ. როდის მიმართავს აღნიშნულ საკითხზე ვარშავა ბერლინს, ეს, ჯერჯერობით, უცნობია.